ლევან მაჭავარიანი - არ ველოდებით, რომ ოპოზიცია ჩვენი სულიერი მამის, ქვეყნის ძალიან ბრძენი ადამიანის მოწოდებასა და თხოვნას გაითვალისწინებს

არ ველოდებით, რომ ოპოზიცია ჩვენი სულიერი მამის, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბრძენი ადამიანის მოწოდებასა და თხოვნას გაითვალისწინებს - ისევ მავნებლობით იქნებიან დაკავებულები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ აქტიურად ითანამშრომლონ „ქართულ ოცნებასთან“ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის უფრო მეტი სასარგებლო საქმე გაკეთდეს.

„უწმინდესი არის ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბრძენი ადამიანი ბრძანდება და ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, რომ მან მოუწოდა ოპოზიციას, ნაცვლად იმისა, რომ განახორციელონ დესტრუქციული და მავნებლური ქმედებები, აქტიურად ითანამშრომლონ „ქართულ ოცნებასთან“ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის უფრო მეტი სასარგებლო საქმე გაკეთდეს. ამავდროულად, ვიცით, როგორი თავდასხმები დაიწყო რადიკალური ოპოზიციის, მათ აქტივისტებისა და რადიკალური ენჯეო სექტორის მხრიდან ჩვენს პატრიარქზე და ეს ჩვენთვის ახალი არ ყოფილა. წინა წლებში ეს ქმედებები რეგულარულად მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, არ ველოდებით, რომ ისინი ჩვენი უწმინდესის ამ მოწოდებას, თხოვნას გაითვალისწინებენ და მომდევნო 4 წელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მავნებლობით იქნებიან დაკავებულები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პატრიარქმა ილია მეორემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ განცხადება გაავრცელა. ილია მეორე განცხადებაში აღნიშნავს, რომ შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. პატრიარქი მმართველ პარტიას „გულითადად ულოცავს ამ წარმატებას”.

ამასთან, როგორც პატრიარქის განცხადებაშია ნათქვამი, „მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“.

„ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“ - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს