მამუკა მდინარაძე - არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიცია

არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ეუთო/ოდირის მხრიდან და დამკვირვებლების მხრიდან კი არა, რომლებმაც პოზიციური შეფასებები გასცეს, არამედ, სახალხო ლეგიტიმაცია აქვს და ამ სახალხო ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის ასეთი პოზიცია,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც პატრიარქი მმართველ გუნდს გამარჯვებას ულოცავს.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ ილია მეორეს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩემი მხრიდან ალბათ შეფასებაც კი ზედმეტი იქნება. როცა სიმართლის, რეალობის და ჭეშმარიტების მხარეს, ისედაც მათ მსახურებაშია ეს გამჯდარი და ისედაც ასე ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაში, მადლობაც კი ზედმეტია. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ პატრიარქი არის ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად არცერთი შეცდომა არ დაუშვია თავისი ცხოვრების განმავლობაში, რაც მის საეკლესიო მოღვაწეობას შეეხება. ჩვენ გვყავს ცოცხალი წმინდანი, რომელიც უნდა დავაფასოთ, დიდი ხნის სიცოცხლე ვუსურვოთ და მადლიერება გამოვხატოთ იმის გამო, თუ ამ ერთმა ადამიანმა რამდენად დიდი საქმე აკეთა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ერთ-ერთი პატარა ეპიზოდია ეს, რისთვისაც, ბუნებრივია, მე სუბიექტურად შეიძლება ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ უფრო დიდია მისი ღვაწლი, უფრო დიდია მისი ცხოვრება, მოღვაწეობა, პირდაპირ ვიტყვი - როგორც ცოცხალი წმინდანის და აღარასდროს უნდა მოგვერიდოს ამის თქმა და მისი პოზიცია ბუნებრივია, იყო ერთი-ორად მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე