გიორგი ვაშაძე - თვითმარქვია ხელისუფლებას პასუხი უნდა მივცეთ - ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლებას დავუბრუნებთ ხალხს, ამაში დარწმუნებული იყავით

ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია - ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ხელისუფლებას ხალხს დავუბრუნებთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყავით, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა “თვითმარქვია ხელისუფლებას” პასუხი უნდა მოსთხოვოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, ბრძოლა გრძელდება, თვითმარქვია ხელისუფლებას ჩვენ პასუხი უნდა მივცეთ. ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. ყველანი შემოგვიერთდით, მობრძანდით - დღეს, საკმაოდ გრძელი მსვლელობა გვექნება. ამიტომ ყველანი შემოგვიერთდით და ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ძალა მთელ საქართველოს.

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ხელისუფლებას ხალხს დავუბრუნებთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყავით. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ბევრი აზრი, იდეა არის, მაგრამ ვენდოთ ერთმანეთს და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფეხბურთის ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ამ წუთებში, მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია სახელწოდებით - “დაიბრუნე ხმა!”.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში