ეკა გიგაური - არ უნდა შევურიგდეთ გაყალბებულ არჩევნებს - მესმის, ძალიან რთულია, ძალიან ბევრი არის გულნატკენი, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს

ყველას მოვუწოდებ მოვიდეს და დადგეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის - ჩვენ არ უნდა შევურიგდეთ ამ გაყალბებულ არჩევნებს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა საპროტესტო აქციაზე სახელწოდებით “დაიბრუნე ხმა!” განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოების ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმური იქნება თუ არა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ თვითმხილველებს. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი მოქალაქეების ხმებისთვის და ეს მართლაც ბრძოლის ველი იყო. თქვენ ნახავთ მათი ისტორიებიდან, რომ მათ უხდებოდათ ძალიან რთულ ვითარებაში მუშაობა. მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ კიდევაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი არ ჩერდებოდნენ და ბოლომდე იდგნენ იმ უბნებზე. ჩვენ შემდეგ უკვე გადავედით სასამართლოებში და ნახეთ, როგორი ბრძოლა მოგვიწია, ასევე სასამართლოს დარბაზებშიც.

მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ აუცილებლად, აქციაზე მოვიდნენ. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი ბრძოლა. ჩვენ არ უნდა შევურიგდეთ ამ გაყალბებულ არჩევნებს. ჩვენს ხელში არის იქნება, თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური, ქართულმა საზოგადოებამ ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ უნდა მისცეს. მე მესმის, რომ ძალიან რთულია. მესმის ძალიან ბევრი არის გულნატკენი, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ყველას მოვუწოდებ მოვიდეს და დადგეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”, - განაცხადა გიგაურმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა