ლაშა ბუღაძე - ბევრი ვართ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ

ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს იმიტომ, რომ ფარულობა დაირღვა, - ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი შავი ლაქის დამღას ვერასდროს მოიშორებს.

„დამნაშავე კალანდარიშვილი, ვერასდროს მოიშორებს შავი ლაქის ამ დამღას, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე პოლიტიკურადაც, ისინი არალეგიტიმურები არიან. „ფეისბუქიდან“ გამოდით ქუჩებში. საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ეს იყო პრობლემა, ყოველთვის ხალხი აკლდებოდათ. ახლა ბევრი ვართ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, - განაცხადა ბუღაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა