ჯანდაცვის სამინისტროში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის, სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვის მიზნით, დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, მორიგი შეხვედრა, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან გამართეს. ირინე წაქაძემ და გიორგი პატარიძემ, პროვაიდერებს, ბენეფიციარებისთვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, სამინისტროს გეგმები გააცნეს. დღეს არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სამინისტრო, სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობს და ამ მიმართულებით, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ხაზი გაესვა ბენეფიციართა უსაფრთხოების საკითხს.

შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, ხანდაზმულთა და შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების უზრუნველყოფაა, აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე სექტორში მომუშავე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრების ციკლი სხვადასხვა სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, ბენეფიციარებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის