თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი - მეტროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ვაგონის და ე.წ. სიმულატორის შესყიდვისთვის, დაახლოებით 200 მილიონი ევროა გათვალისწინებული

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი შარკოვის განცხადებით, მეტროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ერთეული ვაგონის და ე.წ. სიმულატორის შესყიდვისთვის, დაახლოებით 200 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებით განხორციელდება.

“რაც შეეხება გამოცხადებულ ტენდერს, როგორ უკვე აღინიშნა, 15 ნოემბერს გამოვაცხადეთ ტენდერი 97 ვაგონის შესყიდვაზე. აღნიშნულ პროექტის თანადაფინანსების სახით შემოდის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ანუ თანადაფინანსებით ხორციელდება.

ჩვენ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, რომელიც აგვისტოში დასრულდა.

ბიუჯეტი არის დაახლოებით 200 მილიონი ევროს ფარგლებში. 97 ერთეულ ვაგონთან ერთად ჩვენ ვყიდულობთ ე.წ. სიმულატორს, რომელიც ჩვენს მემანქანეებს დაეხმარება ახალი შემადგენლობის ათვისებაში, შესწავლაში”, - აღნიშნა შარკოვმა.

გარდა ამისა, შარკოვმა ვარკეთილის მეტროსადგურთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვარკეთილის მეტროსადგურის სამუშაოების ეტაპები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

“როგორც იცით, ვარკეთილის მეტროსადგურთან დაკავშირებით სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ განხორციელდა დეტალური სკანირება და განახლებული პროექტი წარედგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ექსპერტიზამ მოითხოვა დამატებითი კვლევები. ამ ეტაპზე დამატებითი კვლევები ხორციელდება. კერძოდ, ახლა მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები, რათა დადგინდეს რკინა-ბეტონის თაღის მდგომარეობა და ამის შემდეგ, როგორც კი სამხარაულის ბიურო ექსპერტიზის დასკვნას მოამზადებს, სამუშაოები დაიწყება.

იგივე კონტაქტორი განახორციელებს თუ არა სამუშაოებს, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დამატებით ვიმსჯელებთ და ასე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ, რომ შემსრულებლისთვისაც ამდენი ხანი მოცდის პერიოდი საკმაოდ მძიმე ტვირთია და მოლაპარაკებების შედეგად გადავწყვეტთ, როგორ გაგრძელდება სამუშაოები. ახლა მთავარია ექსპერტიზის დასკვნა და განახლებული პროექტი“, - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე