მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „სახალხო პარლამენტის“ ინიციატივაზე პრეზიდენტს ხვდებიან

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტთან „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეას განიხილავენ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში პროტესტის გარდა, შეიქმნას სივრცე, სადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. ხაზარაძის განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, სხვადასხვა ფორმით.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს. გაგრძელდეს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას. ეს არის მნიშვნელოვანი, სანამ არ მივაღწევთ იმ ხმების დაბრუნებას, ანუ ახალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც ასე მზაკვრულად და სისტემურად, რუსული სცენარით მოიპარა „ქართულმა ოცნებამ“. პირველი - ამ ერთიანობაში ყველა ვართ ერთი: ამომრჩეველი, ოპოზიციური კოალიციები, პრეზიდენტი, რომელმაც არ გამოაცხადა ლეგიტიმურად ეს პარლამენტი და ა.შ. მეორე - თქვენ იცით, რომ არჩეულია ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტაცია, რომელმაც მოიგო არჩევნები, შესაბამისად, გარდა გარეთ ქუჩაში, შენობებში პროტესტისა, ჩვენ უნდა შევქმნათ სივრცე, სადაც დავანახებთ ჩვენს ამომრჩეველს და საზოგადოებას, რომ შეგვიძლია ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა და რაც ყველაზე მთავარია, ლეგალურად, მშვიდობიანად ახალი არჩევნების მიღწევა. ამისთვის საჭიროა არჩეული ოპოზიციური დეპუტატების ერთად შეკრება და სწორედ აქ ვიწვეთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან გაუწიოს ამ გაერთიანებას [ლიდერობა]. სახელი პირობითია „სახალხო პარლამენტი“ იქნება თუ ნებისმიერ სხვა, ეს უკვე ერთობლივადაა გადასაწყვეტი. აქვე მინდა გითხრათ, რომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ამ თავყრილობამ, ორგანიზაციამ, „სახალხო საბჭომ“ თუ „ალტერნატიულმა პარლამენტმა“, (სახელი მსჯელობის საკითხია) არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს დააკომპლექტებინოს სპეციალური ჯგუფი, დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება და ჩვენს პარტნიორებს წარუდგენს არჩეული ოპოზიციური პარტიების და ჩვენი ამომრჩევლების ხმას იმ გაყალბების შესახებ, იმ მიტაცებული არჩევნების შესახებ. თქვენ დღეს ყველამ მოისმინეთ ბატონი ბორელის განცხადება, ისინი არ თვლიან, რომ ეს არჩევნების იყო სამართლიანი. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ [პრეზიდენტთან],“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე