სოფო ჯაფარიძე - ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დანარჩენ დეტალებზე პრეზიდენტი თავად ისაუბრებს

ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დანარჩენ დეტალებზე პრეზიდენტი თავად ისაუბრებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა იქნება მანამ, სანამ საქართველოში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

„საქმის კურსში ხართ, რომ დღეს მას აქვს ბრიფინგი, დეტალებზე უკვე თავად ისაუბრებს. ბრძოლა და პროტესტი გრძელდება. ახლა აქციის მონაწილეებს უნდა შევუერთდეთ. ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება და ქართველ ხალხს არ დაუბრუნდება კუთვნილი, მოპოვებული გამარჯვება. ქართველმა ხალხმა აირჩია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ქართველ ხალხს მოჰპარა, მაგრამ ჩვენ ამ გამარჯვებას აუცილებლად დავიბრუნებთ",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში დღეს მოლაპარაკებები გამართეს კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმაც.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე