გიორგი ვაშაძე - პროტესტის 24 საათი იწურება 20:00 საათზე, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ პრეზიდენტის ბრიფინგის შემდგომ - ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება

ოპოზიციური ლიდერები სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ გააკეთებენ.

ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციური ლიდერები კონკრეტულ ნაბიჯებსა და გეგმაზე ისაუბრებენ.

„ჩვენ 20:00 საათზე ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ამის შემდგომ ოპოზიციური ლიდერები გავაკეთებთ განცხადებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. [პროტესტის] 24 საათი იწურება 20:00 საათზე, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ უკვე პრეზიდენტის ბრიფინგის შემდგომ. ჩვენც გვაინტერესებს მისი საჯარო განცხადება რასთან დაკავშირებით იქნება, დაახლოებით ვიცით. ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები, რომელსაც შემოგთავაზებთ და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება უკვე შემდგომ გეგმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო