მამუკა ხაზარაძე - პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად - “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას - ჩვენ მხარს ვუჭერთ

პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელიც ითვალისწინებს ლეგიტიმაციისა და კონსტიტუციური ფუნდამენტის შენარჩუნებას, რომელიც “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ძლიერი საქართველო“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ამ ინიციატივას.

აქვე, დღეს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ საერთო ოპოზიციური საკოორდინაციო და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს შექმნის ინიციატივა (სახალხო პარლამენტი), რომელიც ახალ არჩევნებამდე მისასვლელ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და კოორდინირებულს გახდის, როგორც შიდა კომუნიკაციაში, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით”, - წერს ოპოზიციონერი ლიდერი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვას სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, გეგმა არის ახალი არჩევნები, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება - „გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა