ვილი სანიოლი - ჩეხეთთან ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამბიციურად უნდა ვითამაშოთ

ჩეხეთთან ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაკრებს ჩეხეთთან პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული თამაში ელის.

„ ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არა ჩეხეთის ნაკრების თამაშია, არამედ ის, თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა მან.

ამასთან, პრესკონფერენციაზე ისაუბრა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმაც, მისი თქმით, ნაკრების ყველა წევრს სურს, რომ პროგრესი გაგრძელდეს და ფიქრობს, რომ თამაში სასიკეთოდ დასრულდება.

ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები A ლიგაში გადავა.

"მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგაზე ყოველთვის ვპროგრესირებთ და ამჟამად ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ყველა თამაშზე მოსაგებად, მაქსიმალური შედეგისთვის გავდივართ. სასიამოვნოა, როდესაც ჯგუფის მოგებას მხოლოდ ერთი გამარჯვება გაშორებს. ფეხბურთელი მსგავს თამაშებში მონაწილეობაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს. თითოეულ მოთამაშეს ეს გათავისებული აქვს. ყველას გვსურს პროგრესი გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. სასიამოვნო ტრადიციას არ დავარღვევთ და A ლიგაში გადავალთ", - განაცხადა ლოჩოშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ჩეხეთთან გამართავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის