აქციაზე დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, პოლიციელებმა 4 პირზე ფიზიკურად იძალადეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პოლიციელებმა 4 პირზე ფიზიკურად იძალადეს.

როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ტყეშელაძემ განაცხადა, 3 პირი, რომელთაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მან თავად მოინახულა, კიდევ ერთ ადამიანზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ კი მას დაკავებულმა უამბო.

ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა ნაწილზე დაკავების მომენტში იძალადეს, ნაწილზე კი დაკავების შემდეგ, მანქანაში.

ტყეშელაძემ იზოლატორში ალექსანდრე ბექაური, რეზი დუმბაძე და ალექსნადრე ქავთარაძე მოინახულა.

„ნაცემები არიან, ქავთარაძეს სახეზე აღენიშნება დაზიანებები. მას მანქანაში ჩასმის შემდეგ დაარტყეს სახეში... ასევე არის ავსაჯანიშვილი, რომელსაც ასევე აღენიშნება დაზიანებები.... ეს ყველაფერი დაშინების მცდელობაა, ეს ნიღბიანი პოლიციელები არ არიან სამართალდამცავები, ისინი არიან კრიმინალები. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ“,- განაცხადა ტყეშელაძემ.

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 10 პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული, 3 კი, დიღმის სამმართველოში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის