ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დროა გერმანიამ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებზე ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს

გერმანიისთვის დროა შორ მანძილზე დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ განახლებული ბირთვული სტრატეგიის შესახებ პუტინის განცხადებების შემდეგ, დროა გერმანიამაც მხარი დაუჭიროს პარტნიორების გადაწყვეტილებას შორი მანძილის დარტყმების თაობაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ყველა ქვეყანამ დაუჭირო მხარი შორი მანძილის დარტყმებზე გადაწყვეტილებას.

“ვფიქრობ, [პუტინის] განცხადებების შემდეგ ბირთვული იარაღის თაობაზე დროა უკვე გერმანიამაც მხარი დაუჭიროს შესაბამის გადაწყვეტილებებს…

ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებებისთვის შესაძლებლობების რაოდენობის მიმატება, რომლებითაც შეგვიძლია რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება, სადაც არ უნდა იყოს ის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე