ნიკა გვარამია - თსუ-ს ისტორიაში პირველად უნივერსიტეტმა თავშესაფარი მისცა მარბიელ რაზმს, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ხალხთან ერთად მისივე სტუდენტები დაარბია - სირცხვილი და „თავის მოჭრა“, გადადგომა თსუ-ს ხელმძღვანელობას

როგორც დავიბრუნეთ ჩვენ პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და წავალთ ერთად ევროპაში , - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.

გვარამიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გავრცელებული განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა და თსუ-ს ადმინისტრაცია გააკრიტიკა.

გვარამიას თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, “მარბიელი რაზმების შენობაში შეშვების გამო, უნდა გადადგეს”.

როგორც დავიბრუნეთ ჩვენ პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და წავალთ ერთად ევროპაში. როგორც მოვედით აქ, ისე მივალთ ევროპაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ასრულებს ისტორიულ ფუნქციას. ის განცხადებებს აკეთებს და გადაწყვეტილებები გამოაქვს ორი რესპუბლიკის სახელით, პირველი - 1918-1921 წლის რესპუბლიკის, როდესაც მის წინაპრებს რუსებმა წაართვეს დამოუკიდებელი სამშობლო და მეორე - ახალი ქართული რესპუბლიკის, როდესაც უკვე მას და ჩვენც რუსები გვართმევენ ჩვენს დამოუკიდებელ სამშობლოს. დიდი მადლობა მას მისი განცხადებისთვის, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, ხელახალი არჩევნები, მეტი გამოსავალი არ არსებობს და ვერც იარსებებს!

ლექტორები, რომლებიც ამ სიტუაციას მდუმარებით ხვდებიან, სტუდენტები, რომლებიც ამას პროტესტის გარეშე ხვდებიან, თსუ-ს ისტორიაში პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავშესაფარი მისცა იმ მარბიელ რაზმს, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ხალხთან ერთად მისივე სტუდენტები დაარბია. სირცხვილი, თავის მოჭრა, გადადგომა თსუ-ს ხელმძღვანელობას”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა