გიორგი ვაშაძე - კარგი დღე გამოგვივიდა: პოლიციამ უკან დაიხია, ჭავჭავაძის გამზირი ისევ დავიკავეთ - დარწმუნებული ვარ, 19:00 საათზე, ძალიან ბევრი ხალხი მოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

დღეს ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა: პოლიციამ უკან დაიხია, ჩვენ უკან წამოვედით - ჭავჭავაძის გამზირი ისევ დავიკავეთ, - ასე შეაფასა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უწყვეტი პროტესტის მესამე დღე.

ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია 20 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბევრი ადამიანი გამოვიდეს.

“19:00 საათზე, დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ძალიან ბევრი ხალხი მოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ორ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. ყველა ვიყოთ ერთად, ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში, რომ პროვოკაციები აღვკვეთოთ. პროვოკატორები პოლიციამ მანქანებში ჩაისვეს და ახლა ერთად არიან, შეიძლება ლუდსაც მიირთმევენ, რადგან მათი შემოგზავნილი იყო.

საგარეო ასპარეზზე საქმეები კარგად გვაქვს. იცით, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა საქართველოში სპეციალური ჯგუფი გამოუშვას, რომელიც სრულად შეაფასებს პროცესს. ჩვენს პროტესტს მსოფლიოში ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ვაშაძე.

ამ დროისთვის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე, თსუ-ს მიმდებარედ პროტესტი გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც. აქციის მონაწილეები ღამის გათენებას აპირებენ და 20 ნოემბერს 19:00 საათზე, კვლავ შეიკრიბებიან თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციისთვის, 2-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, 19 ნოემბრის დილით, სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფი მომიტინგეები ტერიტორიიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირი. ამასთან, დღის განმავლობაში სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უკვე საღამოს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ პროტესტის თავდაპირველ ლოკაციაზე - ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა