გია ვოლსკი - ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ ისეთ მიმართულებას აყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია - ზურა გირჩი ჯაფარიძემ თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს

ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ ისეთ მიმართულებას აყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია - ზურა გირჩი ჯაფარიძემ თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციონერი ლიდერების დღევანდელ განცხადებას, რომ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მხარდამჭერებიც მიხვდნენ, რომ არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს ის, რასაც მათ ოპოზიცია სთავაზობს.

„საკვირველია, რომ თავის დროზე, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, საკუთარი სხეული გაყიდონ, ადამიანს სიამოვნება გაუკუღმართებული თუ სხვა სექსუალური აქტივობებით მიაღწევინონ და ამით ფული გააკეთონ. მან თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს.

ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ აყვნენ ისეთ მიმართულებას, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია. მით უმეტეს, მსოფლიოში პოლიტიკის გადალაგება მიდის, ევროპასა და აშშ-ში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. იყო ძალიან საეჭვო ადამიანების, ქართველთ მოძულეთა პირდაპირი მოწოდება, რომ ეს ქვეყანა დაანგრიონ, მაგრამ არაფერი შერჩათ ხელში, გარდა იმისა, რომ ბიულეტენის ერთი მხრიდან წერტილმა გამოჟონა.

რასაკვირველია ადამიანები მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ეს მუდმივად გაგრძელდეს, რადგან ეს დანაშაულებრივი გეგმა რევოლუციისა, მათ ოჯახებსაც დაარტყამს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა