შალვა პაპუაშვილი - როცა ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს უწევს თქმა, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე

კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი – როდესაც ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი.

„როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, ალბათ, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე. სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა