საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ეკა ბესელია მივიდა

საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იურისტი ეკა ბესელია მივიდა. როგორც ბესელიამ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიას განუცხადა, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მას გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები, კერძოდ, კი „არის რამდენიმე ფაქტი უბნებისა და დროის მიხედვით, არჩევნების დღეს როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა“.

ეკა ბესელიას თქმით, როგორც საქართველოს ბევრ მოქალაქეს, პრეზიდენტს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე თვითონაც მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა. ამიტომ, მისი თქმით, მზად არის, რომ ინფორმაცია, რაც ამ საკითხზე გააჩნია, გამოძიებას მიაწოდოს.

„ინფორმაცია რაც მაქვს, ვიცი და მათ შორის ნაწილი აქ მაქვს, ნაწილს კი წყაროები უნდა მივუთითო და მზად ვარ, რომ გამოძიებას ის გავუზიარო. შემოთავაზება მქონდა [გამოკითხვა ჩატარებულიყო] ან პროკურატურაში ან მაგისტრატ მოსამართლესთან, მაგრამ ძალიან შეგნებულად ვარჩიე აქ, უშუალოდ გამოძიების ორგანოსთან [მოსვლა] და პირდაპირ უშუალოდ იმ პირებთან, ვინც გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. თუ ეს გამოძიება ოდნავ მაინც იქნება მიახლოებული ობიექტურობის სტანდარტთან საკმარისი მტკიცებულებები და ინფორმაცია არსებობს, რაც აქვს ყველა მონაწილე სადამკვირვებლო ორგანიზაციას, სუბიექტებს და მათ შორის მეც. როგორც იურისტს მიმაჩნია, რომ ამ ინფორმაციების გაზიარება არის ყველა იმ ადამიანის ინტერესებში, ვისაც უნდა, რომ ეს ფაქტები იდოს საგამოძიებო ორგანოს წინაშე. ამიტომაც მე ამას სიამოვნებით გავაკეთებ, რადგანაც მიმაჩნია, რომ ეს არის, მათ შორის ჩემი ვალდებულებაც.

რამდენიმე ფაქტია, მათ შორის არის უბნებისა და დროის მიხედვით, არჩევნების დღეს როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა. ეს ეხება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, „კარუსელებს”, პირადობის მოწმობების გამოყენებას, ფარულობის წესის დარღვევას, საყოველთაო წესის დარღვევას და ამაზე, იცით, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელია შეტანილი, ამ პროცესისთვის ვემზადებით და მე ვიქნები წარმომადგენელი პროცესზე. ამის გარდა არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის წყაროები, უშუალო თვითმხილველი პირები არსებობენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით