პროკურატურაში ეკა ბესელიას გამოკითხვა დასრულდა

იურისტ ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურას მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებას ეხება.

როგორც ბესელიამ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,

„მთავარი კითხვა იყო ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ვსაუბრობ, რომ არჩევნები გაყალბდა და გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდი. მკითხეს, რა მეთოდები იყო ეს. დავასახელე ყველა მეთოდი, დაწყებული პირადობის მოწმობების გაყალბებით, დამთავრებული „კარუსელებით“, ხმის მიცემის პროცედურისა და ფარულობის დარღვევით, რომელიც უბნების 90%-ს შეეხება. ასევე, იყო ქვეყნის გარეთ მოქალაქეების უფლებების შეზღუდვისა და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის [ფაქტები]. კონკრეტული ოლქები და უბნები დავუსახელე, ასევე ვუთხარი, რომ მასალა ძალიან დიდია, რომ გაყალბების შესახებ ინფორმაციები აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს - „ჩემი ხმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.... მინდოდა ოქმში ჩაწერილიყო, რომ არსებობს ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიერ მომზადებული ბოლო რამდენიმე გადაცემაც, სადაც კონკრეტული პირები ადასტურებენ, რომ ჩამოართვეს პირადობები, ფული გადაუხადეს. ასევე დავაფიქსირე, რომ ამ პირების უშუალო დაკითხვა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათ შეეხოთ ეს გაყალბების ფაქტები. ეს იყო პროცედურა. ეს დოკუმენტები დაურთეს.

კიდევ ერთი დოკუმენტი, რაც დავუტოვე და სხვათა შორის ძალიან კარგი სქემაა გაშიფრული და რომელიც მომაწოდეს მონაწილე პარტიებმა, მასში ჩანს, რომ საარჩევნო კომისიებში ერთმანეთთან დაკავშირებული პირები, დედა-შვილი, მამა-შვილი, და- ძმა არიან კომისიის წევრები. პირები ნეიტრალურობის პრინციპით რომ უნდა იყვნენ დანიშნული, აქ ყველა ამ პრინციპის აშკარა დარღვევაა. თუ ინტერესი ექნება პროკურატურას, გამოიძიონ. ძალიან კორექტულად წარიმართა პროცესი და არაფერი ისეთი არ იყო, რაზეც შემიძლია პრეტენზია გამოვთქვა. რაც მიზანიც მქონდა, ის შევასრულე“, - განაცხადა ბესელია.

ამასთან, მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში იკითხა, არიან თუ არა დაკითხული დამკვირვებლები და უშუალოდ ვისგანაც არსებობს ინფორმაცია არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე, რაზეც პროკურატურაში უპასუხეს, რომ ჯერ ყველა არ არის დაკითხული და დღეს არის რამდენიმე პირი გამოძახებული.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა