გიგი წერეთელი აშშ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს შეხვდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიგი წერეთელი აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიგი წერეთელი აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს ლონდონში შეხვდა, სადაც “მაგნიტსკის ჯილდოს” გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ეს ჯილდო ადამიანის უფლებების სფეროში გამორჩეულ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს ყოველწლიურად გადაეცემათ სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით.

“მქონდა პატივი დავსწრებოდი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას და შევხვედროდი წლევანდელ ნომინანტებს. მოხარული ვარ, რომ ეს ჯილდო სენატორ ბენ კარდინს გადაეცა, რომლის მოღვაწეობაც ათწლეულობის განმავლობაში, სწორედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში კარგადაა ცნობილი. მე მასთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს ეუთო-სა და ჰელსინკის კომისიის კუთხით, მათ შორის “მაგნიტსკის სიის ” საერთაშორისო მხარდაჭერის საკითხშიც, რაშიც ბენ კარდინს ჯონ მაკკეინთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის. ამავდროულად ის არის საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის აქტიური მხარდამჭერი. მისი პოზიცია და განცხადებები სენატის საგარეო კომიტეტში თუ ჰელსინკის კომისიაში ყოველთვის უპირისპირდება რუსეთის პოლიტიკას, ოკუპაციას, კორუფციას, იცავს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ბენ კარდინი სენატში “მეგობარი აქტის” ერთ-ერთი ინიციატორია.

“მაგნიტსკის ჯილდო” 2015 წელს ბილ ბრაუდერმა დააფუძნა, რომლის კომპანიის, Hermitage Capital-ის თანამშრომელი იყო სერგეი მაგნიტსკი. ბილ ბრაუდერის ინიციატივით შეიქმნა სია და აშშ კონგრესმა მიიღო გლობალური აქტი, რომლის საფუძველზე 650-ზე მეტი ინდივიდი სხვადასხვა ქვეყანაში დასანქცირდა ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის თუ ანტიდემოკრატილი ქმედებების გამო”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა