შალვა პაპუაშვილი - მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პირველ სხდომას არჩეული უხუცესი დეპუტატი, ლადო კახაძე წარუძღვება.

„როგორც მოგეხსენებათ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ასევე, მოგეხსენებათ და ჩანს საჯაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, 12:00 საათზე. ცესკო-მ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ცესკო-ს მიერ უკვე არის გამზადებული არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, ამიტომ ყველა არჩეულმა წევრმა ეს დროებითი მანდატი ცესკო-სგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს, 11:00- საათიდან დაიწყება წერილობითი რეგისტრაცია. პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახალარჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება, ხოლო 12:00 საათზე დაიწყება ახალარჩეული პარლამენტის სხდომა, რომელსაც წარუძღვება მისი უხუცესი წევრი ლადო კახაძე. დღის წესრიგის პირველი საკითხი არის უფლებამოსილების ცნობა. ცესკო-ს თავმჯდომარეცაა ჩართული ამ პროცესში. მისი მოხსენების შემდეგ მოხდება პარლამენტის მხრიდან პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, რის შემდეგაც უკვე ყალიბდება ფრაქციები, ეს მოხდება შესვენების დროს. შესვენების შემდეგ უკვე ხდება პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურის და შემდეგ არჩევა. შემდეგ კვლავ ცხადდება შესვენება, რომლის დროსაც ხდება კომიტეტების ჩამოყალიბება და ამის შემდეგ ხელახალ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა. შესაბამისად, პირველ სხდომაზე გვექნება სამი ძირითადი საკითხი: პარლამენტისა და მისი წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

კვირის განმავლობაში დღის წესრიგში ასევე იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად. შესაბამისად, მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, თარიღის ჩანიშვნის შემდეგ უკვე ცესკო ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ, ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება, ამ 300 წევრში არის პარლამენტის 150-ვე წევრი, ხოლო მეორე ნახევარი ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოცი წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან, დანარჩენი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს არჩევნებში მიღებული პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც ადგენს ცესკო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის