შალვა პაპუაშვილი - ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება - სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორიც არცერთს არ მიუყენებია თავზეხელაღებული ქცევით

ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება -სალომე ზურაბიშვილი ყველაფერზე წავიდა, რაზეც შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც ხელს იღებს კონსტიტუციაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს, „როგორიც არცერთს არ მიუყენებია თავზეხელაღებული ქცევით“.

„პირდაპირ გამოვიდა ტელევიზიით უცხოურ მედიაში და თქვა, რომ ეს არჩევნები საქართველოში რუსეთმა ჩაატარა. როდესაც მას პროკურატურამ სთხოვა მტკიცებულებების მიტანა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესმდივანმაც მოუწოდა პროკურატურაში მისვლისკენ, გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ მტკიცებულებებს როგორ მთხოვთო, პატარა ჭორაობა აღარ მაპატიოთ საკუთარ ქვეყანაშიო. ასეთი დამოკიდებულება აქვს, რა ვუყოთ. ერთადერთი ნუგეში, რაც გვაქვს არის ის, რომ რამდენიმე დღე, რაც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, რაიმენაირად ისე გავატაროთ, რომ ნაკლები ყურადღება მივაქციოთ ამ ფაქტორს, შემდეგ ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელიც ღირსეულად შეასრულებს ამ ფუნქციას. ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება - ქალბატონმა სალომემ დააზიანა ინსტიტუტი, „ენჯეოების“, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი აქტორის წაქეზებით და დახმარებით. ამ ზიანის აღმოფხვრას დრო დასჭირდება. ისეთი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს, როგორიც არცერთს არ მიუყენებია თავზეხელაღებული ქცევით.

დაიგულა რა თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ და უცხოელებისგან, რომ დაუსჯელი იქნებოდა კონსტიტუციურად, ყველაფერზე წავიდა, რაზეც შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც ხელსიღებს კონსტიტუციაზე“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო