შალვა პაპუაშვილი - ახალი პრეზიდენტი იქნება ქართველი პატრიოტი - როგორც აღმოჩნდა, ესაა ყველაზე მთავარი კრიტერიუმი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ის იქნება „ქართველი პატრიოტი“.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარდება.

პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციაც საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.

„ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს იქნება ქართველი პატრიოტი. ეს არის, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი ეს არ არის მხოლოდ გულში მჯიღის სმა, ეს არის საკუთარი სამშობლოს და სახლის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება, რომელიც აღმოვაჩინეთ, რომ წინა პრეზიდენტებს არ ჰქონდა, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც ვერ შედგა ქართველად, საბოლოო ჯამში. ეს არის მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ წავაწყდით. რაც შეეხება კანდიდატურას - ჯერ ჩვენ დავასახელებთ არჩევნების თარიღს და ყველაფერი პროცედურის მიხედვით იქნება. ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ გვაქვს.

არჩევნები შედგება პარლამენტის შენობაში. მას ჩაატარებს ცესკო. საარჩევნო უბანი სხდომათა დარბაზში მოეწყობა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო