შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაციები უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ებიდან მოდის და ეს დონორების პასუხისმგებლობაა - შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, ხალხს მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდა, ეს არის პატარა ბოროტება

შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ქართველ ხალხს მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდა, ამის შემდეგ დეზინფორმაცია არის ის პატარა ბოროტება, რომელიც შეიძლება ჩვენ ვნახოთ - დეზინფორმაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოებიდან“ მოდის, შესაბამისად ეს გახლავთ ამ დონორების პასუხისმგებლობა, რომ ქართველ ხალხს ტვინს დეზინფორმაციით ურევენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვერც პრეზიდენტის სარჩელი და ვერც პრეზიდენტის მიერ პირველი სხდომის არ ჩანიშვნა, პარლამენტის პირველ სხდომის გახსნასა და უფლებამოსილების ცნობას ვერ შეაფერხებს.

„ოპოზიცია, რომ ყველა რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს ეს ჩვენ ვიცით. მათი ლეგიტიმაცია პარლამენტს არ სჭირდება, წერტილი. პარლამენტს ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი აძლევს და ამომრჩეველი. ეს ლეგიტიმაცია 26 ოქტომბერს შედგა, როდესაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი მოვიდა საარჩევნო უბნებზე და მილიონ ას ოციათასმა ადამიანმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. მორჩა, ლეგიტიმაციის საკითხი გარკვეულია.

საია-ს განცხადება ვნახე, რომელიც კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ თითქოს პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ ცნობს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სარჩელიდან გამომდინარე, ეს არის ტყუილი. უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოები“ სხვადასხვა ფლანგიდან მოქმედებენ. ჩვენ ვნახეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც აცხადებს, რომ თითქოს პრეზიდენტის მხრიდან, სხდომის დღის არ ჩანიშვნა პარლამენტის შეკრების საკითხს აფერხებს, ამას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომელიც შვედეთიდან ფინანსდება. თქვენ ნახეთ შვედეთის საელჩოს პასუხი, და მათ თქვეს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და არ ერევიან. ამით ვნახეთ, რომ შვედეთის ხელისუფლება მისი ფულით დეზინფორმაციის გავრცელებას ეგუება, ანუ არც კი ინტერესდება ეს ფული ტყუილში იხარჯება თუ სიმართლეში, ამავე დროს ყველას ომი აქვს გამოცხადებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და გამოვიდა, რომ შვედეთის ხელისუფლება აფინანსებს დეზინფორმაციას. არის კონკრეტული მაგალითი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომლის მიზანი საზოგადოების დაბნევაა და მათში პროტესტის გამოწვევა, რომ თითქოს 25 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის მოწვევის გარეშე არ შეიძლება სხდომის გამართვა, რაც ტყუილია.

ეს ხომ იციან? ამაზე რატომ არ აკეთებენ განმარტებას? რატომ არ ეუბნებიან საკუთარ დაფინანსებულ ორგანიზაციას, რომ უარყოს ის დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს? შესაბამისად, ის ხელს უწყობს შვედეთის მოქალაქეების ფულით დეზინფორმაციის გავრცელებას. რა გასაკვირია ეს, როცა შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ქართველ ხალხს მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდა, ამის შემდეგ დეზინფორმაცია არის ის პატარა ბოროტება, რომელიც შეიძლება ჩვენ ვნახოთ.

ახლა უკვე საიაა ჩართული, რომ თითქოს პრეზიდენტის მიერ გასაჩივრება უფლებამოსილების ცნობას აფერხებს, რაც ასევე დეზინფორმაციაა. საია-ს აფინანსებს ევროკავშირი, რომელიც ასე აკვირდება არჩევნებს, ჩვენ ვნახეთ საია-სა და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ შემთხვევაში, როგორ იყვნენ ისინი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულნი, იურისტთა ასოციაციამ საკუთარი რეპუტაცია გაანადგურა და სინამდვილეში აჩვენა, რომ ისინი საკუთარ სახელსაც აღარ შეესაბამებიან და ვურჩევდი, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ასოციაცია მაინც დაირქვან, რადგან მათ არანაირი კავშირი მიუკერძოებელ იურისპრუდენციასთან აღარ აქვთ. ორივე დეზინფორმაცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოებიდან“ მოდის, შესაბამისად, ეს გახლავთ ამ დონორებს პასუხისმგებლობა, რომ ქართველ ხალხს ტვინს დეზინფორმაციით ურევენ, რომელიც მათი ფულით საქართველოში ვრცელდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის