ლევან კოჭლოშვილი - მდიდარი „ენჯეოშნიკის“ წინამძღოლობით ოპოზიციის მარში თავიდანვე განწირულია

უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ლევან კოჭლოშვილი, რომელიც 24 ნოემბერს გასამართ ქალების მარშს ეხმიანება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ხალხის ძალიდან“ აცნობეს, კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ პატარაიას ლიდერობით გასამართი მარში თავიდანვე განწირულია, „თუმცა, ამ ფაქტმა გამოაჩინა, თუ რამდენად წაშლილია ზღვარი ოპოზიციასა და ე.წ. მდიდარ „ენჯეოებს“ შორის“.

„24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარში გაიმართება, რომელსაც ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში.

ოპოზიცია იმდენად განადგურებულია და საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არა თუ მხარს უჭერს, არამედ მოქალაქეებს მათ მიმართ უკიდურესად ნეგატიური განწყობა აქვთ.

უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით.

ყველასთვის ცხადია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ახალი ლიდერის, მდიდარი „ენჯეოშნიკის“ წინამძღოლობით ოპოზიციის მარში თავიდანვე განწირულია.

კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რამდენად წაშლილია ზღვარი ოპოზიციასა და მდიდარ ენჯეოებს შორის“, - წერს ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის