მიხეილ სააკაშვილი - ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება - ძალიან კარგად ვიცნობ იმ ხალს, ვინც მოდის, ისინი თავისუფლების მხარეს არიან

ერთი წამითაც არ დავკარგავ ბრძოლის ჟინს, სანამ პირში სული მიდგას, სანამ აზროვნება შემიძლია და სანამ კიდევ სიცოცხლის ნიშანი შემრჩენია, იმიტომ, რომ წყდება საქართველოს ბედი, წყდება უკრაინის ბედი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მათ ექნებათ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რადგან „ისინი თავისუფლების მხარეს არიან“.

„მე ვარ ჩამოცილებული ჩემ შვილებს, მე ვარ ჩამოცილებული ჩემ სახლს, მე ვარ ჩამოცილებული საქართველოსაც და უკრაინასაც, მაგრამ მე ერთი წამითაც არ დავკარგავ ბრძოლის ჟინს, სანამ პირში სული მიდგას, სანამ აზროვნება შემიძლია და სანამ კიდევ სიცოცხლის ნიშანი შემრჩენია იმიტომ, რომ აქ ყველაფერი წყდება, წყდება საქართველოს ბედი, წყდება უკრაინის ბედი, წყდება ჩვენი თავისუფლების და წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნის ბედი.

აფხაზებმა შეაჩერეს რუსების ჩასახლება თავის ტერიტორიაზე და ამ დროს, ჩემი შვილი ნიკუშა, რომელმაც ზაფხულში ფეხით მოიარა მთელი საქართველო, მიყვებოდა, რომ შეკვეთილში თავი ვეღარ იგრძნო საქართველოში იმიტომ, რომ რუსული არ იცის. იაპონური კი ისწავლა, მაგრამ რუსული არ იცის და ქართულად არავინ დაელაპარაკა“, -განაცხადა სააკაშვილმა და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ „რაც საუკუნეების განმავლობაში არ მომხდარა, დღევანდელ სამყაროში, ქართველი, როგორც ერი გაქრება. მეორე და მესამე თაობა შეიძლება ქართველები აღარ იყვნენ უკვე“.

ამიტომ, სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანობა.

„ამიტომ ერთიანობა, ერთობლივი სრული ძალისხმევა - სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდობის, ყველა პოლიტიკური პარტიის ვისაც მართლაც სამშობლო უყვარს, ყველანაირი ბრაზის და ბოღმის გვერდზე გადადება [მნიშვნელოვანია] და ეს ყველაფერი მოხერხებულია და ასეც არის. ახლა, მთავარია ცოტა კიდევ მეტი გამბედაობა, კიდევ მეტი მიწოლა, კიდევ მეტი ბრძოლისუნარიანობის ჩვენება და მე, დარწმუნებული ვარ, რომ უცხოეთის მხარდაჭერაც გვექნება სწორედ ამ პირობებში. ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება სწორედ ამ პირობებში.მე ძალიან კარგად ვიცნობ იმ ხალს, ვინც ახლა მოდის ადმინისტრაციაში ამერიკაში და ისინი თავისუფლების მხარეს არიან და იქნებიან, როდესაც შენ თვითონ გაქვს ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის თავი, თუ არა და ორ წუთში მოგიშორებენ. ამიტომ ახლა, ჩვენი ამოცანაა, რომ ვიბრძოლოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მის წინაშე არსებული „ამხელა უსამართლობისა, ის ბრძოლას აგრძელებს“. სააკაშვილი მოუწოდებს მის მომხრეებს, რომ იყვნენ აქტიურები.

„გილოცავთ „ვარდების რევოლუციის“ 21 წლის თავს, ეს იყო მსოფლიო მოვლენა, რომელმაც საქართველო გააჩინა მსოფლიო რუკაზე“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ