გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავს

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 23 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიაში, XI პავილიონში საგამოფენო ცენტრი ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოფენის გახსნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ხელმძღვანელი ჯემაიმა ნიუკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენელი კავკასიაში ალკის დრაკინოსი, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

“გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 145 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან ლტოლვილი ქალები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს — საკვებს, ღვინოსა და სხვა სასმელებს, საჩუქრებს, სათამაშოებსა და აქსესუარებს, ხელნაკეთ ნივთებსა და დეკორს, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებებს, საახალწლო სუვენირებსა და სხვა სადღესასწაულო პროდუქციას წარუდგენენ. მსურველებს მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ.

პავილიონში მწვანე და მდგრადი ბიზნესებისთვის გამოყოფილი იქნება ცალკე კუთხე, რომელიც გააერთიანებს პროდუქტებს, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. აქვე სტუმრების სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენაც შეეძლებათ. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. გაიმართება მასტერკლასები, რომლებიც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაამზადონ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის წინა დღეს ჩატარდება სპეციალური მასტერკლასებიც, რომლებზეც მეწარმე ქალები გაეცნობიან ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მდგრადი ბიზნესის სპეციფიკას, ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ელექტრონული კომერციის უპირატესობებს. საბოლოოდ, გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებას, საინტერესო ბიზნესკავშირებისა და პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და კერძო სექტორთან — თიბისი ბანკთან, სელფი მობაილთან, თეგეტა ჰოლდინგთან, კრისტალთან, სოკართან, BDO-სთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ექსპო ჯორჯიასთან პარტნიორობით ტარდება. მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის