ლევან ცუცქირიძე - მე ვთვლი, რომ არანაირი ფორმით ამ პარლამენტში შესვლა, თან შესვლა და თან არ შესვლა, ვითომ ბოიკოტში ყოფნა და თან არ ყოფნა, არ შეიძლება - ეს არ არის 2020 წელი, ეს არის სხვა საქართველო

თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, მაშინ ასეთ პარლამენტში არაფერი მესაქმება - სხვა პარტიებმა საკუთარ მანდატებს თვითონ მიხედონ, მე უბრალოდ ჩემს პოზიციას ვხსნი, რომ ამომრჩევლისთვის თანმიმდევრულობა არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, მანდატების ანულირების თაობაზე „ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს ცხადი არჩევანი, რაც შეიძლება სწრაფად“.

„პოლიტიკოსებს სჩვევიათ ხოლმე, რომ ყველა გასასვლელ კარს ტოვებენ ხოლმე ღიას, მაგრამ მე ამისთვის არ ვარ პოლიტიკაში. მე მინდა ვთქვა, რომ თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არის ყალბი და არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, მე ვთვლი, რომ ასეთ პარლამენტში არაფერი მესაქმება იმიტომ, რომ მე ამ პარლამენტში უნდა ვიყო როგორც ოპოზიციური უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მისი თქმით, 2020 წელთან შედარებით, ახლა სხვანაირი სიტუაციაა და საზოგადოებაში არ არსებობს ორაზროვნება იმასთან დაკავშირებით, გაყალბდა თუ არა არჩევნები.

„მე ვარ ადამიანი, რომელიც ვთვლი, რომ პრინციპები არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ამომრჩეველი არის მნიშვნელოვანი. მე ვთვლი, რომ არანაირი ფორმით ამ პარლამენტში შესვლა, თან შესვლა და თან არ შესვლა, ვითომ ბოიკოტში ყოფნა და თან არ ყოფნა არ შეიძლება. ეს არ არის 2020 წელი, ეს არის სხვა საქართველო. ეს არის საქართველო, სადაც ორაზროვნება იმაზე, ეს არჩევნები გაყალბდა თუ არა, აღარ არსებობს. წარსულ შემთხვევებში ლაპარაკი იყო მანიპულაციის მასშტაბებზე, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი არ იყო კონსოლიდირებული ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ სულ სხვა ვითარება გვაქვს, ვხედავთ, რომ არცერთი საერთაშორისო, დემოკრატი მეგობარი ევროპიდან და ამერიკიდან არ ულოცავს „ქართულ ოცნებას“. ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, აშკარად მოეპარა არჩევნები. მან ვერ გაიმარჯვა თუნდაც მანიპულაციითა და დაშინებით, ის დამარცხდა ამ არჩევნებში და ახლა უწევს ამის გაყალბება. ეს არის ოპოზიციის მნიშვნელოვანი მიღწევა. ეს სულ სხვა რეალობაა, ეს არ არის ის რეალობა, რომელიც იყო ადრე, სადაც ზოგი გვეუბნებოდა, რომ შედით პარლამენტში და ზოგი გვეუბნებოდა, რომ არ შეხვიდეთ“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს