ირაკლი კუპრაძე - „ძლიერ საქართველოს“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით - მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს ერთობლივად, ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის მიერ  პრეზიდენტის პლატფორმაზე

კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნასთან და ინდივიდუალურად, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია და ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ეს შედგეს ერთობლივად ოთხივე ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პლატფორმაზე, რომელიც არის ნეიტრალური და ერთადერთი გადარჩენილი, ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში არმყოფი ინსტიტუტი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ძლიერ საქართველოს“ არც დაფინანსებასა და სხვა ბენეფიტებზე უარის თქმის ეშინია, როდესაც მეორე მხარეს ღირსება და სიმართლე დგას.

„მანდატების ერთობლივ დათმობასთან დაკავშირებული დათქმა გამოხატავს ერთობას და ხელსაყრელია მოქალაქეებისთვის, რომ სწორად აღიქვან გადაწყვეტილებების სისწრაფე და მეორე, მკაფიოობა, პრინციპულობა, რომ უკან დახევას არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ კოალიცია, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად აისახა საქართველოს პარლამენტში.

რაც შეეხება დაფინანსებას ან იმ ბენეფიტებს, რომელიც მოჰყვება საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, ჩვენ ამაზე უარი გვაქვს ნათქვამი თავის დროზე, 2020 წელს და არც ახლა არ შეგვეშინდება რაიმე ტიპის ბენეფიტებზე უარის თქმა, მაშინ, როცა აქეთ მხარეს დგას ღირსება, სიმართლე.

25 ნოემბერს, პირველ საპარლამენტო სხდომას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ დაესწრება, არ დაესწრება, მათ შორის, არც ერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია და არ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსიდან ელჩები, რომლებიც თითქოსდა არ მიიწვია პაპუაშვილმა, სინამდვილეში, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დიპლომატიური კორპუსიდან არავინ არ აპირებდა მისვლას”, - განაცხადა კუპრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს