ნიკა გვარამია - ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია - იმედი მაქვს, რომ პარლამენტის არც ერთი ოპოზიციური  წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე პარლამენტში არ იქნება

ეს არჩევნები არც ერთ ფუნდამენტურად ჩამოყალიბებულ დემოკრატიას არ უცნია ლეგიტიმურ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად. შესაბამისად, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ არც ერთი ოპოზიციური პარლამენტის წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე ამ პარლამენტში არ იქნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

თავად აქციასთან დაკავშირებით, გვარამიამ აღნიშნა, რომ ისინი სოლიდარობის აქციას მართავენ, თუმცა სტუდენტების საქმეში ჩარევა არ სურთ.

„ჩვენ სოლიდარობის აქცია დავნიშნეთ, სტუდენტებს თავისი აქცია აქვთ, ჩვენ არ გვინდა ჩავერიოთ სტუდენტურ საქმეებში, თუმცა სრულიად ვეთანხმებით მათ მოთხოვნას - სამარცხვინო რექტორი, რომელიც იმას კადრულობს, რაც საბჭოთა კავშირის დროს არ უკადრია არც ერთ ლექტორს სტუდენტებისთვის და არც საკუთარი თავისთვის, რა თქმა უნდა, უნდა წავიდეს, მაგრამ ეს არის მეორეხარისხოვანი ამოცანა. მთავარი ამოცანაა, რომ წავიდეს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ჯაბა სამუშიები არიან ულევი ოდენობით ამ ქვეყანაში. ერთი ჯაბა სამუშია წავა და მეორე მოვა. „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება სიების ჩახსნას, როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისი კოალიცია ამას იმდენჯერ გააკეთებს რამდენჯერაც საჭირო გახდება.

„რამდენჯერაც საჭირო იქნება ოფიციალური განცხადებით მიმართვა ცესკოს მიმართ, იმდენჯერ დავწერთ ამ განცხადებას, ინდივიდუალურსაც და განსხვავებულსაც.

ეს არჩევნები არც ერთ ფუნდამენტურად ჩამოყალიბებულ დემოკრატიას არ უცნია ლეგიტიმურ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად. შესაბამისად, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია. მე იმედი მაქვს, რომ არც ერთი ოპოზიციური პარლამენტის წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე ამ პარლამენტში არ იქნება. ახალი არჩევნები იქნება ამ ქვეყანაში - გამორიცხულია იყოს სხვანაირად იმიტომ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება არ შეიძლება მართავდეს ხელისუფლებას”, - განაცხადა გვარამიამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა