თინა ბოკუჩავა - რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება - გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს

ხვალ შეკრების ადგილი რესპუბლიკის მოედანია, სადაც 21:00 საათზე შევიკრიბებით იმისათვის, რომ მსვლელობით პარლამენტისკენ წავიდეთ, პარლამენტისკენ, რომელიც ისე როგორც ქვეყანა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, ივანიშვილის აქვს მიტაცებული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მომავალი დღეების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს ლეგიტიმაცია არც საქართველოს პრეზიდენტისგან, არც პოლიტიკური პარტიებისგან და არც ქართველი ხალხისგან არ აქვს.

„ჩვენ ეს ბრძოლა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემადგენელი ნაწილი იყო ბოლომდე გვაქვს მისაყვანი, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნებით, ამ მიტაცებული არჩევნების დაბრუნებით, რომელიც რეალურად რუსული სპეცოპერაცია იყო, ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ამ არჩევნების დაბრუნება და გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა და ახლა ხელისუფლება მიტაცებას ცდილობს, ნიშნავს ევროპული მომავლის დაბრუნებას. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უმნიშვნელოვანესი როლი, გეგმა არის ხვალ რესპუბლიკის მოედანზე 21:00 საათზე შეკრება, მსვლელობით რუსთაველისკენ წასვლა, ღამე დარჩენა და 25 რიცხვში ჩვენი გამარჯვების დაბრუნება და ივანიშვილისთვის იმ შესაძლებლობის არ მიცემა, რომ მშვიდად და წყნარად, მალულად, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როდესაც ელჩებიც არ ესწრებიან პარლამენტის შეკრებას, რუსულ პარლამენტს მისცეს ლეგიტიმაცია.

რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება. გელოდებით რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე