გიორგი ვაშაძე - განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას - უმორჩილესად გთხოვთ, 25 ნოემბერი გამოაცხადეთ დასვენების დღედ, დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით

დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ - განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას, -ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ მსვლელობაზე მათ უერთდებიან რეგიონებიდანაც. ამასთან, მსვლელობის პარალელურად, გაიმართება მანქანების მარშიც, რომელიც 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ. პარალელურად გვიერთდებიან რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები. დასავლეთ საქართველო შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი მსვლელობის პარალელურად გაიმართება მანქანებით მსვლელობა მთელ ქალაქში, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ კი განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“, რომ ნებისმიერ შეკრებას, რომელსაც ისინი ხვალ გეგმავენ, საერთო არ აქვს კანონთან, კონსტიტუციასთან, საქართველოსთან და პარლამენტთან. ეს იქნება თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია და აღიარება არ ექნება ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ 25 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადონ და დღის განმავლობაში შეუერთდნენ პარლამენტის წინ გამართულ აქციას.

„ამიტომ, გთხოვთ უმორჩილესად, დღეს 21:00 საათზე მობრძანდით რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავაკეტოთ მსვლელობა. მეორე, უმორჩილესად გთხოვთ, 25 ნოემბერი გამოაცხადეთ დასვენების დღედ - დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციაზე, რომელიც იქნება უწყვეტად, საღამოს 21:00 საათიდან, როდესაც მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე