მამუკა ხაზარაძე - საინტერესო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პარლამენტს - ვიმსჯელეთ შექმნილ სიტუაციაზე, გავაცანით კონკრეტული გეგმა

საქართველოს პარლამენტთან არსებული სტუდენტური პარლამენტის წევრები დღეს “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და სიმონ ჯანაშიას შეხვდნენ და ალტერნატიული პარლამენტის შექმნის იდეა განიხილეს, რაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სტუდენტური პარლამენტი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას უერთდება და სხვა ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად ამ საკითხზე კოორდინირებულ მუშაობას აპირებს.

“საინტერესო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან. ისინი წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტთან არსებულ სტუდენტურ პარლამენტს. ვიმსჯელეთ შექმნილ სიტუაციაზე, გავაცანით ჩვენი კონკრეტული გეგმა: ერთი მხრივ, უნდა გაგრძელდეს სამართლიანი პროტესტი არჩატარებული და მოპარული არჩევნების საწინააღმდეგოდ და მეორე, შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც არჩეული გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები ჩამოაყალიბებენ ე.წ. ალტერნატიულ სახალხო პარლამენტს, სათათბიროს.

საინტერესო დისკუსია გვქონდა ახალგაზრდებთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეხვედრები, რომლებიც სამომავლოდაც დაგეგმილი გვაქვს, მიგვიყვანს იმ საერთო აზრამდე, რომ არა მარტო ქუჩა, არამედ ასეთი ტიპის ცენტრის შექმნა აიძულებს ხელისუფლებას დარჩეს მარტო, პარლამენტის შენობაში და საერთაშორისო საზოგადოებას ვესაუბროთ ალტერნატიული ცენტრის საშუალებით - ჩვენ გავხსნათ ეს ხაზები და მივაღწიოთ ყველაზე მთავარს - ახალ არჩევნებს უახლოეს პერიოდში”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა