„სტუდენტური პარლამენტის" წევრები - ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს და ურთიერთობას არალეგიტიმურ პარლამენტთან

ახალი მოწვევის პარლამენტთან, უნდობლობის ნიშნად, ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს, - ამის შესახებ "საქართველოს სტუდენტური პარლამენტის" წევრების განცხადებაშია ნათქვამი.

მათი შეფასებით, „ალტერნატიული სახალხო პარლამენტის" შექმნის იდეა საინტერესო ინიციატივად მიაჩნიათ.

"გვინდა დეკლარირებულად განვაცხადოთ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბებული და მიტაცებულია „ქართული ოცნების" მიერ.

შესაბამისად, პარლამენტი, რომელიც ხვალ შეიკრიბება, ამ არჩევნების შედეგების მიხედვით არის არალეგიტიმური. პარლამენტის არალეგიტიმურობა დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართულმა საზოგადოებამ.

ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა. შესაბამისად, ჩვენ „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი" ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს და ურთიერთობას არალეგიტიმურ პარლამენტთან, ვაჩერებთ ყველა პროექტს და კოორდინაციას. ასევე, უარს ვაცხადებთ რაიმე ფორმით საქმიან და სამუშაო ურთიერთობაზე არალეგიტიმურ პარლამენტთან,

აქვე უნდა ვთქვათ, რომ „სტუდენტური პარლამენტი" საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებითა და არსებული პოლიტიკური ვითარების გააზრებით, ვაგრძელებთ მუშაობას და აქტიურ პოზიციონირებას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განსამუხტად და ახალი არჩევნების დასანიშნად. ამისათვის ერთადერთ სწორ გზად მიგვაჩნია აქტიური კოორდინაცია პროდასავლურ ოპოზიციასთან, რომელიც ქვეყნის დასავლური მომავლისთვის იბრძვის. მნიშვნელოვან და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ინიციატივად მიგვაჩნია „ალტერნატიული სახალხო პარლამენტის" შექმნის იდეა, რასაც ვუერთდებით და მაქსიმალურად ვეცდებით ახალგაზრდობის ჩართულობას ამ ინიციატივის განხორციელებაში", - ნათქვამია "საქართველოს სტუდენტური პარლამენტის"განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის