თბილისში სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან და მსვლელობით თსუ-სთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი. მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შეუერთდებიან, საბოლოდ კი აქცია პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საფრთხე ექმნება, მათ შორის განათლების სფეროს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საფრთხეშია საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული განათლება.

ასევე საპროტესტო მსვლელობას მართავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც.

პროტესტის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან არჩევნების გაყალბებას, ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას და ისინი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში