გიორგი ვაშაძე - დღეს პარლამენტთან შეკრებით ვამბობთ, რომ ხვალ ამ შენობის შიგნით რაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია და ნდობა

დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ ხვალ ამ შენობის შიგნით რაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია და ნდობა! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მან მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მიაწვდიან მათ ინფორმაციას "გადასადგმელი ნაბიჯების" შესახებ.

“26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის მთავარი შინაარსი იყო საქართველოს მოქალაქეების ნებაზე ძალადობა, ხელისუფლების მიტაცება. დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ რაც არ უნდა შეიკრიბონ ხვალ ამ შენობის შიგნით, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება

ლეგიტიმაცია და ნდობა! თუ სადმეა ლეგიტიმაცია, არის ხალხში! ისინი არღვევენ კონსტიტუციას, ჩვენ კი ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს. ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ, ჩვენ კი გვინდა ერთიან და ძლიერ საქართველოში ვცხოვრობდეთ, იქ, სადაც ყველა ადამიანს აქვს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, სადაც ყველა თავისუფალია კანონის წინაშე და ხელისუფლება ხალხზე არ ძალადობს. ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ძალიან ბევრი ძნელბედობის პერიოდი გავიარეთ, მაგრამ აქ იმისთვის ვდგავართ, რომ აუცილებლად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოიქცეს თვითმარქვია “ქართული ოცნება”, ჩვენ ჩვენს სათქმელს ყოველთვის ვიტყვით, ბოლომდე მივიყვანთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ვართ, ღამეც აქ დავდგებით, ვაჩვენებთ, რომ უშრეტი ენერგია გვაქვს! ძალა, რომ წინ წავიდეთ! მთელი ღამე ვართ აქ! გარკვეულ პერიოდში გამოვაცხადებთ გარკვეულ ნაბიჯებს, თუ რას შემოგთავაზებთ, რომ გადავდგათ. ყავა-ჩაი გვექნება, საკვების მოტანას შევეცდებით. იცით, რომ შსს პრობლემას გვიქმნის, რათა სრულფასოვნად გავმართოთ აქ სისტემა, რათა ღამე დარჩენის პრობლემა არ გვქონდეს. ყველა შესაძლებლობა გვაქვს, რომ ღამის გათენების პრობლემა არ გვქონდეს”, - აღნიშნა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა