ანრი ოხანაშვილი - განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას

წარმატებას ვუსურვებ რატი ბრეგაძეს შემდგომ საქმიანობაში - განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრად წარადგინა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებული პატივია ემსახუროს საზოგადოებას და სახელმწიფოს.

„მადლობა ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის პატივია ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო რატი ბრეგაძეს ჩვენი გუნდის წევრს გაწეული შრომისთვის, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო საზოგადოებას და სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში, შესაბამისად განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი, დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე