ბათუმის მერია - ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და ნახევარი მილიარდი შეადგინა

ბათუმის საკრებულომ 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიუჯეტის მოცულობა 500 მილიონი ლარია, რაც 2024 წლის სასტარტო ბიუჯეტთან მიმართებით 118 მილიონი ლარით მეტია.

„პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 266 მილიონ 36 ათას 600 ლარი;

ეკოლოგია - რეკრეაცია - 42 მილიონ 462 ათას 400 ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 29 მილიონ 327 ათას 500 ლარი;

განათლება - 50 მილიონ 584 ათას 100 ლარი;

კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 32 მილიონ 163 ათას 700 ლარი;

მუნიციპალური სერვისების განვითარება - 14 მილიონ 207 ათას 600 ლარი.

2025 წელს ბათუმში 27 ქუჩის, ჩიხისა და მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა 5 ახალი გზა, აშენდება 2 ახალი საბავშვო ბაღი, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა 20 მისამართზე, რეაბილიტირდება 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდება 200 მისამართზე - პროექტი მრავალწლიანია, შემოერთებულ ტერიტორიებზე მოეწყობა წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები, გაგრძელდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა: ხელმისაწვდომი საცხოვრისი - ე.წ. იაფი სახლი „ავარიული სახლების“ პროგრამა სოციალური სახლი, ე.წ. შანხაის დასახლებაში.

გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების დაფინანსება, რაც უზრუნველყოფს პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდას.“-ნათქვამია ინფორმაციაში.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი