მამუკა მდინარაძე - ხომ არ იცით ვინმე, ვინც გამოჩნდა, განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა?

ხომ არ იცით ვინმე, ვინც გამოჩნდა, განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა? - შეიძლება კარგა ხანს არ გამოჩნდეს არავინ, დააკვირდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ „სიების ჩახსნაზე“ განცხადება უდროო დროს დაწერა და ახლა არის დრო, როცა მათ მანდატების დატოვებაზე განცხადების დაწერა შეუძლიათ.

„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს - მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა, ან დაწერონ [განცხადებები]. ახლა არის ის დრო, როცა განცხადებების დაწერას შესაბამისი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა? ხომ არ იცით ვინმე, რომ გამოჩნდა და განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა? ასეთი არ გამოჩენილა. შეიძლება „კაი“ ხანი არ გამოჩნდეს არავინ, დააკვირდით,“ - განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოლოდინი აქვს, რომ შესაძლოა, ოპოზიციის ნაწილმა მანდატების დატოვებაზე განცხადება დაწეროს, ნაწილმა კი - არა.

მისი თქმით, ოპოზიცია ისე იმოქმედებს, როგორც დაავალებენ.

„მანდატებზე უარის თქმა შეუძლიათ ნებისმიერ დროს 4 წლის განმავლობაში. შეუძლიათ ამ წუთასვე შემოიტანონ განცხადება. ახლა დაწერონ, ახლა არის ამის დრო, იურიდიულად რომ ატყუებდნენ ხალხს, ვითომ გუშინ წინ იყო.

შეიძლება როლები გადაინაწილონ, ვიღაცამ დაწეროს, ვიღაცამ არა. ეს მოლოდინი მაქვს მე პირადად. მათ არავინ ეკითხებათ, რას იზამენ. დაავალებენ და ისე იმოქმედებენ. ვინ ეკითხება მათ როგორ იმოქმედებენ?! - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პარტიას არჩევნებში მინიმუმ 3% „იმ ტყუილით აქვს მიღებული, რომ ამტკიცებდა ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარო“.

„გახარიას მინიმუმ 3% იმ ტყუილით აქვს მიღებული, ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარო ბოლომდე რომ ამტკიცებდა. იმ 3%-ს სათითაოდ მივმართავ, დაახლოებით, 60 000 ადამიანზე მეტია ეს - კიდევ რომ იმედი გქონდათ, რომ გახარია შეიძლება ჩვენი ნაწილი, ან პროექტი ყოფილიყო, არჩევნების შემდეგაც ვერ მიხვდით რა ხდება? არ შეიძლება საკუთარი აზრების დათმობა ვიღაცის ფაშისტურ „პიარზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა