გიორგი ვაშაძე - შეიძლება ბრძოლა ცოტა გაგვიგრძელდეს, მაგრამ ჩვენგან უკან დახევას არ იხილავთ! - შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან

შეიძლება ბრძოლა ცოტა გაგვიგრძელდეს, მაგრამ, მერწმუნეთ, არცერთ წამს, არცერთ წუთს ჩვენგან უკან დახევას არ იხილავთ! - შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც თქვენგან [ხალხისგან] იქნება ლეგიტიმური და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, - ასე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

ვაშაძის თქმითვე, დღეიდან საქართველოს ჰყავს არა ხელისუფლება, არამედ „თვითმარქვია ადამიანების ერთობლიობა“.

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის შენობიდან გაიპარა. გაიპარა საკუთარ თვითმარქვია დაჯგუფებასთან ერთად, რომელმაც დღეს საქართველოში საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს დღეიდან არა ხელისუფლება, არამედ თვითმარქვია ადამიანების ერთობლიობაა, რომელთაც უნდათ, ეს ქვეყანა მიიტაცონ, მაგრამ, პირობას გაძლევთ, ერთობლივი ბრძოლით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიტანთ. არცერთი წუთით არ დავიხევთ უკან. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს, თქვენ გაიმარჯვოთ და ხელისუფლებაც და ეს ქვეყანაც გეკუთვნოდეთ თქვენ და არა ვიწრო ჯგუფს, რომელსაც მიტაცებული აქვს დღეს ხელისუფლება.

მეგობრებო, ეს ბრძოლა არ არის მოკლე ბრძოლა. შეიძლება ეს ბრძოლა ცოტა გაგვიგრძელდეს, მაგრამ, მერწმუნეთ, არცერთ წამს, არცერთ წუთს ჩვენგან უკან დახევას არ იხილავთ. ჩვენ ბოლომდე თქვენთან ერთად მივაწვებით, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს და ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს, გამარჯვებული იყოთ თქვენ! მერწმუნეთ, აუცილებლად ასე მოხდება. არც წვიმა გაგვაჩერებს, არც ქარი, არც სიცივე და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ ისეთ საქართველოს, რომელიც ყველას გინდათ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ბრძოლის ხაზი პროტესტი და საგარეო ასპარეზი იქნება.

„ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება პროტესტი; ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება საგარეო ასპარეზი; ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება თქვენთან ერთად. სულ მალე დადგება ის წამი, როდესაც გადამწყვეტ შეტევას მივიტანთ ამ თვითმარქვია დაჯგუფებაზე და საბოლოო გამარჯვებას ვიზეიმებთ.

დღეს არაფერი დასრულებულა, პირიქით, იწყება სრულიად ახალი პროცესი. დღევანდელ დღეს „ქართულმა ოცნებამ“, ივანიშვილმა საკუთარი თავი დააყენა კონსტიტუციის მიღმა და აქედან გამომდინარე, გადავდივართ ახალ ეტაპზე, როდესაც ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. ჰყავს მხოლოდ თვითმარქვია დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლებას უწოდებს თავს. ჩვენ, ყველა შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც იქნება ლეგიტიმური თქვენგან და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა საბოლოოდ ჩაბეტონდეს ის, რომ არ მოხდება არ არჩევნების აღიარება. თქვენს წარმომადგენლად იქნება ცნობილი ის მექანიზმი, რომელსაც ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ. ბრძოლა არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ გამარჯვება მოიპოვო. თუ ხელს ჩამოვუშვებთ, მტერი გაიმარჯვებს. თუ ვიბრძოლებთ, თავდადებას, ბრძოლას, წინსვლას, შედეგი ექნება. თქვენ წინაშე ვფიცავ, არცერთი წამით არ დავიხევთ უკან! ვივლით წინ და ამ გამარჯვებს მოგიტანთ თქვენ! გამარჯვებას მოვიპოვებთ თქვენთან ერთად! თქვენ ხართ ამ ქვეყნის ნათელი წერტილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ, ერთიან, ევროკავშირის წევრ საქართველოში ცხოვრებას. მჯერა, რომ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც დიდს და პატარას საკუთარი, ღირსეული ადგილი ექნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა