სახალხო დამცველი რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო დაწესებულებაში განთავსებულ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა ფსიქიატრიული დაწესებულების გარე და შიდა ინფრასტრუქტურა, ეზო, სანიტარული კვანძები, ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე; ასევე გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და თანამშრომლებს.

„სტაციონარში ამ ეტაპზე 22 პაციენტია განთავსებული. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროებაზე, ფსიქიატრიის სფეროში პერსონალის ზრდის აუცილებლობაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, სათანადო კვების უზრუნველყოფაზე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე, ასევე, კონფიდენციალობისა და პაციენტთა პირადი სივრცის დაცვის მნიშვნელობაზე.

სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის