ვახუშტი მენაბდე - დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური - ნელ-ნელა დგება ის დრო, როდესაც ჩვენ თვითონვე უნდა დავიწყოთ ორგანიზება

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში” განაცხადა.

მისი თქმით, დროა, ხალხმა დაიწყოს წინააღმდეგობრივი მოძრაობა და ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები სხვა ლიდერებით ჩანაცვლდეს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური. ისინი უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომებს, საზოგადოებას ეფექტურ გეგმას ვერ სთავაზობენ, რაც ხალხში ფრუსტრაციასა და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს. თუმცა, ეს, მეორე მხრივ კარგიც არის - ჩვენ არ უნდა გვქონდეს ფუჭი იმედები მათგან, ვინც ამ იმედებს ვერ გაამართლებს. ნელ-ნელა დგება ის დრო, როდესაც ჩვენ თვითონვე უნდა დავიწყოთ ორგანიზება, ჩვენ თვითონვე უნდა მივიღოთ საკვანძო გადაწყვეტილებები და ჩვენ თვითონვე უნდა შევძლოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეჟიმს, იქნება ეს მასშტაბური თუ პარტიზანული წინააღმდეგობის მაგალითები. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება გააზრება იმის, სად ვართ, დაგვჭირდება ერთმანეთის მოძებნა, ეფექტიან ჯგუფებად კოორდინირება, დედაქალაქში იქნება ეს თუ სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამისთვის უნდა ვიპოვოთ თანამოაზრეები, რომელთაც აქვთ კონკრეტული მიზანი.

ჩვენ იმედები კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მიზნები და ამ მიზნებისკენ სიარული. ეს მიზანი არის დემოკრატიული სისტემის დამყარება ჩვენს ქვეყანაში და დემოკრატიული სისტემის დაცვა. ყველა ჯგუფმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა და დაიწყოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. პოლიტიკოსები ახლა ჩვენ ვართ იმიტომ, რომ ეს ლიდერობა არ ვარგა და ის უნდა ჩანაცვლდეს სხვა ლიდერობით, ოღონდ ის სხვა ლიდერობა უნდა იყოს თვისებრივად განსხვავებული. ის უნდა იყოს თანასწორობაზე დაფუძნებული. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაწუხებს, ჩვენი პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რაც მათ აწუხებთ. ნდობა უნდა მოვიპოვოთ ერთმანეთის და ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ეს არ არის გრძელვადიანი გეგმა, ეს არის მოკლე და საშუალო ვადიანი გეგმა - წინააღმდეგობა ყველა ნაბიჯზე და წინააღმდეგობა როგორც სისტემურად, ისე ინდივიდუალურად”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები