ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციამ უფრო მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე ფიქრობს - როდესაც ამბობ: პროტესტი, დაუმორჩილებლობა და ქმნი ილუზიას, უნდა იცოდე, რამდენად შეგიძლია მისი რეალიზება

როდესაც ამბობ: პროტესტი, დაუმორჩილებლობა და ქმნი რაღაც ილუზიას, უნდა იცოდე, რამდენად შეგიძლია ამის რეალიზება - დღეს აქციაზე არ იყო [ხალხის] ის რაოდენობა, რაც უნდა ყოფილიყო პარლამენტის პირველ სხდომის დროს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, საზოგადოებაში იმედგაცრუებაა და ეს ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას.

„ოპოზიციამ უფრო მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე ფიქრობს, უფრო სწორი მიმართულება უნდა მისცეს თავის საქმიანობას - ეს იქნება საპროტესტო მოძრაობა თუ პარტნიორებთან ურთიერთობა. როდესაც ამბობ: პროტესტი, დაუმორჩილებლობა და ქმნი რაღაც ილუზიას, უნდა იცოდე რამდენად შეგიძლია ამის რეალიზება. ძალიან ცუდ სურათს ვიღებთ. როდესაც ლაპარაკობ, რომ ავაგორებ საპროტესტო ტალღას, თავად უნდა განსაზღვრო რისი თავი გაქვს. თუ იცი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ამაში არ მონაწილეობენ, მაშინ იმდენი უნდა თქვა, რისი შესაძლებლობაც გაქვს. საზოგადოებაში იმედგაცრუებაა, ეს არ შეიძლება, რომ დავუშვათ. მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ 25 ნოემბერს უამრავი ადამიანი შევიკრიბებით, ვერ მოახერხეს. როცა ასეთ რამეს აანონსებ, მაშინ ასეც უნდა მოაწყო, უნდა შექმნა განწყობა, რომ ხალხი მივიდეს. დღეს აქციაზე არ იყო ის რაოდენობა, რაც უნდა ყოფილიყო პარლამენტის პირველ სხდომის დროს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში პრეზიდენტის განცხადებებსაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში - მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“.

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საეჭვოა, რომ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილ ახალ პოლიტიკურ ძალას ის მხარდაჭერა ჰქონდეს საზოგადოებიდან, რაც საჭიროა.

„ძალიან კარგია თუ ზურაბიშვილი დარჩება პოლიტიკაში, მაგრამ მეეჭვება, რომ მის ირგვლივ შექმნილ ახალ პოლიტიკურ ძალას ის რეზონანსი ან მხარდაჭერა ჰქონდეს, რაც საჭიროა. უკვე საკმაოდ დიდი ხანია პოლიტიკურ არენაზეა ქალბატონი ზურაბიშვილი და მე მგონი, მან თავისი პოტენციალი ამ მიმართულებით ამოწურა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს