ირაკლი ქადაგიშვილი - ალბათ, სალომე ზურაბიშვილი თავს ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო პირობითად, პაპუაშვილს, კობახიძეს ძველ თაობად - ეტყობა, ახალგაზრდული ენერგია აქვს და ცდილობს, ახალი გუნდი შექმნას

ალბათ, [სალომე ზურაბიშვილი] თავის თავს ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო პირობითად, შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს ძველ თაობად - ეტყობა, მას ახალგაზრდული ენერგია აქვს და ცდილობს, ახალი გუნდი შექმნას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საჭიროა ქვეყანაში ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ“.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ეს სიტყვები „გამრუდებულ სარკეში ჩახედული ადამიანის განცხადებაა“.

„ალბათ, თავის თავს ის ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო პირობითად, შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მინისტრების ახალ შემადგენლობას, პარლამენტში უამრავ ახალგაზრდა ადამიანს, ძველ თაობად. ეს, ასე ვთქვათ, გამრუდებულ სარკეში ჩახედული ადამიანის განცხადებაა,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა პრეზიდენტი ემზადებოდეს, თავად შექმნას ახალი გუნდი, ქადაგიშვილი პასუხობს, რომ კი.

„კი. ეტყობა, მას ახალგაზრდული ენერგია აქვს და ცდილობს, ახალი გუნდი შექმნას,“ - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ იმიტომ, რომ ახალი არჩევნების დრო ძალიან მალე დადგება.

„მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს