ახალი პროგრამები, ახალი კამპუსი და 2000-ზე მეტი სტუდენტის მისაღები ადგილი 2025 წელს BTU-ში

ახალი კამპუსი, ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, სამწლიანი პროგრამები, ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა - ეს ის სიახლეებია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2025 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჯამში, 10 აკრედიტებულ პროგრამას, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე უკვე ახორციელებს, რომელთა შორის 6 მათგანი მეორე, ევროპული უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.

უნივერსიტეტი მალე მეორე, ახალ კამპუსს ხსნის და პროგრამების ჩამონათვალსაც აფართოებს: საბაკალავრო პროგრამა - ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში, ერთი და ორწლიანი სამაგისტრო პროგრამები ციფრულ მარკეტინგში და სხვა სიახლეებით, BTU 2025 წელს შეხვდება.

BTU-ს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა:

BTU-ს განსხვავებულმა ხედვამ, ყველა პროფესისა და ინდუსტრიაში ტექნოლოგიების ინტერგრაცასთან მიმართებით, მას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტს ქვეყანაში ყველაზე მაღალმოთხოვნადი ტექნოლოგიური პროგრამები აქვს და მომდევნო წლიდან, სტუდენტების უპრეცედენტო, 2000-მდე კონტინგენტის მიღებას გეგმავს.

სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების მიზნით, უნივერსიტეტი 300-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფისთვის, პარტნიორობა აქვს 90-ზე მეტ მაღალრეიტინგულ დასავლურ უნივერსიტეტთან, არის 12 საერთაშორისო ქსელის წევრი - მათ შორისაა მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული MIT-ის Martin Trust Center, Harvard MOC Affiliated Network, European University Association და სხვა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 9 ტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს: AI ლაბორატორია, IOS & ANDROID ლაბორატორია, ლაბორატორია 4.0, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია, ბლოქჩეინ ლაბორატორია, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, მდგრადობის ლაბორატორია, Microsoft ლაბორატორია, MarTech ლაბორატორია.

BTU-ს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა.

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა