საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება

პარლამენტი 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს. მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტს უკვე წარედგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი გააცნო. გრაფიკის მიხედვით, საკომიტეტო განხილვები 26-27 ნოემბერს გაიმართება. 28 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ჯერ ფრაქცია “ქართული ოცნება“ მოისმენს, ხოლო შემდეგ მთავრობა დასამტკიცებლად სესიაზე გავა.

პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. განახლებულ მთავრობაში სამი მინისტრი შეიცვალა - იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად დასახელებულია დავით სონღულაშვილის კანდიდატურა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება