სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება

პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება - ბიძინა ივანიშვილის პირადი, კერძო ზოოპარკიდან რომელიმე ცხოველი რომ გამოიყვანონ, დააყენონ, კენჭი იყაროს და აირჩიოს ივანიშვილის არალეგიტიმურმა, ამ რაღაცა თავყრილობამ, არანაირი განსხვავება არ იქნება ამ ქვეყნისთვის, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა „კონსტიტუციური ჩარჩოებიდანაა გასული“.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. მინდა, რომ საზოგადოებას ძალიან ნათლად შევახსენო - საქართველოს დღეს არ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა, არჩევნებს რომ თავი დავანებოთ - გაყალბებულს და კონსტიტუციის დარღვევით ჩატარებულს. ამიტომ, პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება. ბიძინა ივანიშვილის პირადი, კერძო ზოოპარკიდან რომელიმე ცხოველი რომ გამოიყვანონ, დააყენონ, კენჭი იყაროს და აირჩიოს ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურმა, ამ რაღაცა თავყრილობამ, რომელმაც საქართველოს პარლამენტი დაირქვა, არანაირი განსხვავება არ იქნება ამ ქვეყნისთვის. ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არის გასული და მის დასაბრუნებლად ქვეყანას ახალი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს