მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - მეორე დღეა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები და ამას არ აკეთებენ, ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს

ჩემი აზრით, გამორიცხულია, რომ მათ მანდატები დატოვონ. ეს ხალხი ახლა ეძებს გამოსავალს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებას, მით უმეტეს, ყველა არ დაწერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მეორე დღეა, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს, თუმცა, ამას არ აკეთებენ. მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არა საკუთარი ამომრჩეველი, არამედ, „პატრონები“ აინტერესებთ და მომავალშიც მათი მითითებებით იმოქმედებენ“.

„მეორე დღეა როცა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს მათ ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან, ვისაც ეტყვიან დატოვეთო [მანდატები] - დატოვებენ, ვისაც ეტყვიან დარჩით - დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, მათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს. მე მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ - თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა