მამუკა მდინარაძე - როდესაც პირველ ადგილზე გასულ, გამარჯვებულ პარტიას მეორე ადგილზე გასული პარტია ჩამორჩება 900 000 ხმით, ეს ნიშნავს, რომ მათი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი და ახლა ცდილობენ, ეს ხალხს გადააბრალონ

როდესაც საქართველოში ტარდება არჩევნები და პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტიას, გამარჯვებულ პარტიას მეორე ადგილზე გასული პარტია ჩამორჩება 900 000 ხმით, ეს ნიშნავს, რომ მათი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი. ახლა ცდილობენ, ეს ამბავი ხალხს გადააბრალონ და ამასობაში, „ჩაუფინონ“ ისიც, რომ მათ შორის, ხალხზე გადაიტანონ მოწოდების აჯანყება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა, რადგან ტყუილებში გაიხლართნენ. შედეგად, ისინი ვერც პატრონებთან აგვარებენ საქმეს და საკუთარ აქტივისტებთანაც კი დამალვა უწევთ, რაც გუშინ გამართულ აქციაზეც გამოჩნდა.

„რა მუხტზე და გეგმებზე უნდა ვილაპარაკოთ? მათი ყოველდღიური გეგმაა, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს. როდესაც ატყუებ საზოგადოებას, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, უკვე გასაქანი აღარ გაქვს, ჩიხში შედიხარ შენ თვითონ. ჩიხში შეიყვანეს თავი იმით, რომ ეუბნებოდნენ [ამომრჩეველს], 25-30 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“ და ახლა რა უნდა უთხრან, 30 პროცენტი გააყალბესო? ეუბნებიან, რომ დაახლოებით 300 000 ხმა გაყალბდაო, მთლად 25 და 30 პროცენტი ვეღარ თქვეს. 300 000 ხმის გაყალბებას ელექტრონულ არჩევნებში, არ იჯერებს არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთ ტყუილებში გაიხლართნენ, ჩიხური სიტუაცია თავად შექმნეს. ვერც პატრონებთან ვეღარ ლაგდებიან, იმიტომ, რომ მათ დავალებებსაც ვეღარ ასრულებენ, ხალხთანაც მისასვლელი აღარ აქვთ. გუშინ ნახეთ, აქცია ჩაატარეს, რამდენიმე ასეული ადამიანი ძლივს მიიყვანეს, ვერც ერთი ვეღარ გამოჩნდა - ერთი საერთოდ სადღაც გაიპარა, ერთი თუ ორი ლიდერი იყო მგონი მისული აქციაზე და დაიმალნენ, თავის აქტივისტებს ემალებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე